პოლიციამ დედის მიმართ ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
პოლიციამ დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
“კვირას” ინფორმაციით, მეზობელმა ქალის ტირილის ხმა გაიგო, ამის გამო მან პოლიცია გამოიძახა, რასაც შვილის დაკავება მოჰყვა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ტყიბულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1969 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა გ.გ.-მ, თავის საცხოვრებელ სახლში დედას – 1950 წელს დაბადებულ ე.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკურად შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარის შესახებ პოლიციას მეზობელმა შეატყობინა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ არაერთგზის ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, დანაშაული თავისუფლების სამ წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს.