გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენში 80 წლის ქალი მდინარეში გადავარდა და დაიხრჩო. როგორც “რეგიონულ კვირას” ადგილობრივებმა განუცხადეს, ის მდინარის ნაპირას იმყოფებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და წყალში ჩავარდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.