ივანე მაჭავარიანი: ბანკებთან შევჯერდით, რომ მოქალაქეებს, ვისზეც ჩვენ საკომპენსაციო პაკეტს გავცემთ, ავტომატურად გადაუვადებენ სესხს
“ბანკებთან შევჯერდით, რომ მოქალაქეებს, ვისზეც ჩვენ საკომპენსაციო პაკეტს გავცემთ, ავტომატურად გადაუვადებენ სესხს”, – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, ეს ყველაფერი პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე მოხდება.
„იცით, რომ სამი თვით იყო, პრაქტიკულად, ყველა ფიზიკურ პირზე სესხები ისე, რომ არ მოხდა მათი კაპიტალიზაცია – ისე, რომ არ მოხდა მათ პროცენტზე პროცენტზე დარიცხვა. ამ ეტაპზე, ბანკებთან გვქონდა კონსულტაციები და, პრაქტიკულად, შევჯერდით შემდეგ მოდელზე – მოქალაქეებს, ვისზეც ჩვენ საკომპენსაციო პაკეტს გავცემთ, ავტომატურად გადაუვადებენ სესხს. ამის გარდა, ასევე, თავად შეაფასებენ გადახდისუნარიანობის მიხედვით, ვისაც შეუწყდა ან მკვეთრად შეუმცირდა და გადახდის პრობლემა აქვს, ასევე თავიანთ ინფორმაციაზე დაყრდნობით, იგივე პირობებით გადაუვადებენ მათ სესხს. აქაც პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.