რეგიონალურ ბიბლიოთეკებში კორონავირუსთან დაკავშირებული საინფორმაციო კუთხეები მოეწყობა

20 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ეროვნულ ბიბლიოთეკასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა გიორგი კეკელიძემ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
მემორანდუმის თანახმად, ეროვნული ბიბლიოთეკა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ერთად გახსნიან რეგიონალურ ბიბლიოთეკებში კორონავირუსთან (COVID-19) და ჯანმრთელობის პრიორიტეტულ საკითხებთან დაკავშირებულ საინფორმაციო კუთხეებს.
საინფორმაციო კუთხეების მიზანია, ჯანმრთელობის საკითხებზე, მათ შორის კორონავირუსთან დაკავშირებით, ინფორმირებულობის დონის ამაღლება.
„დიდი საქმეები განახლდა: ეროვნულ ბიბლიოთეკასა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სოფლის ბიბლიოთეკებში და სკოლების ბიბლიოთეკებში, მათ შორის არაქართულენოვანი მოქალაქეებით დასახლებულ რეგიონებში „COVID-19“-თან და სხვა ინფექციებთან დაკავშირებით საინფორმაციო კუთხეები მოეწყობა“, – განაცხადა გიორგი კეკელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები