„არასოდეს მიმატოვო, ეს მკვლელობის ტოლფასი იქნება“ – 20 მაისი ბალზაკის დაბადების დღეა

ონორე დე ბალზაკის დაბადების დღეს – 20 მაისს ეხმაურება ფეისბუქის გვერდზე ქართულიდან ფრანგულ ენაზე მთარგმნელი ქეთევან კოკოზაშვილი.

ქეთევან კოკოზაშვილი

„არ ვიცი, როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი თვრამეტი წელი (როგორც ერთი აბიტურიენტი იტყოდა, ეს ხომ მთელი ნახევარი საუკუნეა! მეტაფორულად მართლაც ასეა) და ასე გვიან იქორწინო… ბალზაკი გარდაცვალებამდე სამი თვით ადრეღა შეუღლდა მადამ ჰანსკასთან. ნაწყვეტი ერთი წერილიდან:
„მშვენივრად იცი, ჩემო ძვირფასო და საყვარელო, მე არა ვარ ისეთი სულმოკლე, რომ გავარჩიო ჩემი და შენი, ყველაფერი ჩვენია: გული, სული, სხეული, გრძნობები, ყველაფერი უმცირესი სიტყვიდან უფაქიზეს მზერამდე, მთელი სიცოცხლე სიკვდილამდე… არც ასეთი ბედნიერი ვყოფილვარ როდისმე, არც ასე ვტანჯულვარ… ჩემში არის ერთგვარი ტკივილიც, თუმცა ეს ტკივილი სიამოვნებას მგვრის. ორი ნაწილი ერთ მთლიანობად იქცევა… საბოლოოდ ერთად ყოფნის იმედი რომ არ მქონდეს, ჯავრი მომკლავდა. არასოდეს მიმატოვო, ეს მკვლელობის ტოლფასი იქნება. ხომ იცი, საბრალონი როგორი ერთგულები არიან. გრძნობებია მთელი მათი საუნჯე, მთელი სიმდიდრე და ქონება.
გულში გიკრავ, გიხუტებ და მინდა, მასში დაგიტიო”, – წერს ქეთევან კოკოზაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები