კორონავირუსის ეპიცენტრის ახალი, სავარაუდო კერა დასახელდა
“ლათინური ამერიკა შეიძლება, გახდეს კორონავირუსული პანდემიის ახალი კერა”, – წერს გამოცემა Spiegel-ი.
აღინიშნება, რომ რეგიონის ზოგიერთ ქალაქში შექმნილი ვითარება ევროპისა და აშშ-ში ეპიდემიის პიკს შეედრება.
ასე, მაგალითად, პერუს დედაქალაქ ლიმაში შექმნილი ვითარება, შეედრება “პარიზში ეპიდემიის ყველაზე უარეს თვეს”.
ბრაზილიის ქალაქი მანაუსი, სადაც სიკვდილიანობა სამჯერ გაიზარდა, ლონდონსა და მადრიდს შეედრება, ეკვადორის ქალაქ გუაიაკილი კი შესაძლოა, “მეორე ნიუ იორკი” გახდეს, სადაც ლეტალური შემთხვევები ხუთჯერ არის გაზრდილი.
გამოცემა წერს, რომ, ბრაზილიაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლის გამო, ადამიანებს საძმო სასაფლაოებში მარხავენ, სადაც კუბოები ერთმანეთზეა დაწყობილი.
ექიმები ამბობენ, რომ ქვეყენაში შესაძლოა, 100 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალოს, რადგან არ არსებობს საკარანტინე მკაცრი ზომები და ხელისუფლების მხრიდან ვირუსზე არასერიოზული დამოკიდებულებაა.
ამჟამად, ბრაზილია კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში სამეულში შედის, მის წინაა აშშ და რუსეთი.
ლათინოამერიკულ ქვეყენაში უკვე 271,8 ათასი ინფიცირებულია და 17 983 გარდაცვლილი.
Spiegel-ი წერს, რომ, ზოგიერთი ეპიდემიოლოგიური მოდელის მიხედვით, გარდაცვალების ფაქტობრივი რიცხვი, შესაძლოა, 15-ჯერ მაღალი იყოს.