გურამ შარაძის ხსოვნას პატივს მიაგებენ
20 მაისს, 14.00 საათზე, გურამ შარაძის საზოგადოება პატივს მიაგებს გურამ შარაძის ხსოვნას ვერის სასაფლაოზე, 18.00 საათზე კი, საზოგადოების წევრები მელიქიშვილის ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე შეიკრიბებიან.
„13 წელი შესრულდა გურამ შარაძის ვერაგული მკვლელობიდან… 17 ოქტომბერს 80 წლის გახდებოდა“, – წერს ფეისბუქის გვერდზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმის დირექტორი რუსუდან კობახიძე.