პრემიერი: ჩვენ მზად გვაქვს დეველოპმენტისა და მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის პრეზენტაციას კვირის ბოლომდე წარვადგენთ

“ჩვენ უკვე მზად გვაქვს დეველოპმენტისა და მშენებლობის მხარდაჭერის პროგრამა და ეს იქნება ძალიან შთამბეჭდავი პროგრამა, რომლის პრეზენტაციასაც საზოგადოებისა და სექტორისთვის კვირის ბოლომდე წარვადგენთ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერმინისტრმა იმ დარგებზე ისაუბრა, რომლებსაც მთავრობა დაეხმარება და ხაზი გაუსვა, რომ მათი იდენტიფიცირება მთავრობამ ძალიან მარტივად მოახდინა.

„პირველ ყოვლისა, ტურიზმი რამდენიმე მიზეზის გამო – იმიტომ, რომ ტურიზმი ყველაზე უფრო დაზიანდა და დაზარალდა, გარდა ამისა, ტურიზმი იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისა და, რაც მთავარია, ტურიზმს აქვს ყველაზე დიდი გადაცემის ძალა დღეს საქართველოში. ჩამოსული ტურიზმი ამუშავებს არა მხოლოდ სასტუმროს, ამუშავებს ტრანსპორტს, სოფლის მეურნეობას და კიდევ ბევრი სხვა. შემდეგი იყო სოფლის მეურნეობა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები