„ტვინ პიკსი – გილოცავთ, ვისაც არ გინახავთ“ – ონლაინლექცია

19 მაისს, 20:00 საათზე, ევროპის უნივერსიტეტში, ჟურნალისტი, ლიტერატურათმცოდნე, ლიტერატურული კინოხელოვნებისა და თანამედროვე კინოსცენარების სპეციალისტი, ნატალია პაჭკორია, ისაუბრებს თემაზე: „ტვინ პიკსი – გილოცავთ, ვისაც არ გინახავთ“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ონლაინლექციაზე განხილული იქნება საკითხები:
ისტორია და ზოგადი ფაქტები – როგორ შეიქმნა არარსებული ასოციაციური „ტვინ პიკსის“ გეოგრაფია;
შერიფის აპარატი და მისი პერსონაჟები;
აგენტი კუპერი – ტრენდი: შავი პიჯაკი, ფინჯანი ყავა და ალუბლის ღვეზელი;
საბედისწერო ქალები ტვინ პიკსიდან: ლორა პალმერი, ოდრი ჰორნი და ჯოზი პეკარდი;
მისტიკური წითელი ოთახი: მისი დანიშნულება და ადგილი ფილმში;
ქალი ხის კუნძით;
ანჯელო ბადალამენტის მუსიკა;
თხუთმეტწლიანი გავლენა მსოფლიო მოდის ინდუსტრიაზე.

ლექციაზე დასწრება შესაძლებელია ვებინარის პროგრამა ZOOM-ის საშუალებით.
ლექციის მოსმენა შესაძლებელის ევროპის უნივერსიტეტის ფეისბუქგვერდზე:

ევროპის უნივერსიტეტი / European University

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები