“შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში მიყვანამდე, მანამ სახლში არ წამოვედი გვერდიდან არ მომშორებიან” – რადიო ჰერეთის ჟურნალისტი პოლიციას მადლობას უხდის

რადიო ჰერეთის ჟურნალისტი დავით ჭაბაშვილი, 15 მაისს, ავარიაში მოყვა, რის გამოც მის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისთვის განსაკუთრებულ მადლობას კაბაშლში მცხოვრებ ადამიანებს და ლაგოდეხის პოლიციას უხდის.

როგორც ჟურალისტი ვიდეო მიმართვაში ამბობს, პოლიცია მას შემთხვევის ადგილიდან სახლში წასვლამდე გვერდიდან არ მოშორებია.

“განსაკუთრებული მადლობა მინდა გადაუხადო ლაგოდეხის პოლიციას. ვიცოდი, რომ ლაგოდეხში ძალიან კარგი პოლიციელები გვყავდა უფროსიდან დაწყებული არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყვნენ. შემთხვევის ადგილიდან საავადმყოფოში მიყვანამდე, მანამ პროცედურებს მიტარებდნენ და სახლში არ წამოვედი გვერდიდან არ მომშორებიან და ძალიან დიდი მადლობა. ვამაყობ, რომ ლაგოდეხს ყავს ასეთი გულიანი და კარგი პოლიციელები”, – ამბობს ჟურნალისტი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები