გურია ამ დრომდე “მწვანე ზონად” რჩება – რეგიონში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

გურია “მწვანე ზონის” სტატუსს კვლავ ინარჩუნებს. რეგიონში ამ დრომდე კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. როგორც “რეგიონულ კვირას” კორონავირუსთან ბრძოლის ოზურგეთის შიდა შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი სირაძემ განუცხადა, ოზურგეთში ამ კუთხით სტაბილური მდგომარეობაა.

“ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში 16 ადამიანი იმყოფება. ისინი, ძირითადად, გადამზიდი სატვირთო მანქანების მძღოლები არიან. ოზურგეთში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა და იმედი გვაქვს, სეზონის ბოლომდე შევინარჩუნებთ “მწვანე ზონის” სტატუსს”, – განაცხადა ირაკლი სირაძემ.

რაც შეეხება ლანჩხუთსა და ჩოხატაურს – ლანჩხუთში თვითიზოლაციაში 4 მძღოლი იმყოფება, ჩოხატაურში 5. ისინი სწორედ გადაზიდვებზე მომუშავე მძღოლები არიან და, ოზურგეთის მსგავსად, მათი რაოდენობა იმის მიხედვით იცვლება, თუ რა დროში გამოიძახებს მათ თავიანთი დამსაქმებელი.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 701 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 432, გარდაცვლილი -12. კარანტინის რეჟიმში კი 3787 პირი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები