პოლიციამ დის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დუშეთში ერთი პირი დააკავა

დის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დუშეთში ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით 1969 წელს დაბადებული ფ.გ. დუშეთში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა მამაკაცმა დას, 1966 წელს დაბადებულ ბ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარებს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ ძალადობას გულისხმობს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები