ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის 21 კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს

ზუგდიდში კორონავირუსით ინფიცირებული ტრაილერის მძღოლის 21 კონტაქტი კარანტინში გადაიყვანეს, მათ შორის 15 არასრულწლოვანია. მათი გადაყვანა საკარანტინე ზონაში მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც ინფიცირებული მამაკაცის დედას და ორ შვილს Covid-19 დაუდგინდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ოდიშარიას ინფორმაციით, ღრმა ეპიდკვლევა ამ ეტაპზეც მიმდინარეობს და მათ შორის იმ ქალაქებში, სადაც 4-დან 7 მაისის ჩათვლით მამაკაცმა შიდა გადაზიდვები განახორციელა.

მისივე ინფორმაციით, ამ პერიოდში ინფიცირებული მძღოლი ზუგდიდში, ფოთში, თბილისში, მარნეულში, მესტიასა და რუსთავში იმყოფებოდა.

ცნობისთვის, კორონავირუსი გუშინ მამაკაცის დედას და ორ შვილ დაუდგინდა. სამივე ინფიცირებული მკურნალობას რუხის კლინიკაში განაგრძობს, ტრაილერის მძღოლი კი თბილისში გადაიყვანე, მას ორმხრივი პნმევმონია აღენიშნება.

რაც შეეხება, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეს სულ 47 ადამიანია მოთავსებული, რეგიონის მასშტაბით კი 192 პირი იმყოფება თვითიზოლაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები