ხულოს მერი საგაზაფხულო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს ადგილზე გაეცნო

ხულოს მუნიციპალიტეტში საგაზაფხულო სამუშაოები შეუფერხებლად მიმდინარეობს. წელს, პირველად აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობთ, რეგიონის ხუთივე მუნიციპალიტეტის ფერმერებს, სახნავ-სათესი ფართობების დამუშავება უფასოდ შეუძლიათ.

პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე სამუშაოების პროცესს ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე ადგილზე გაეცნო და ფერმერებს გაესაუბრა.

“ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, აღნიშნული პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან სახნავ-სათესი მიწის ფართობების უფასოდ დამუშავება მოსახლეობას აძლევს მეტ სტიმულს და მოტივაციას, რათა მაქსიმალურად მოხდეს არსებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულების სრული დამუშავება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას”,- განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები