ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა აბასთუმანში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, გიგა ფარულავამ და საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ აბასთუმანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში, აბასთუმანში 1400 მეტრი სიგრძის გზა რეაბილიტირდება. მისი ღირებულება  1 673 552 ლარს შეადგენს.

გზის რეაბილიტაცია  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები