ქედაში ადგილობრივმა შვლის ახალშობილი ნუკრი იპოვა – პოლიციამ ცხოველი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა (ვიდეო)

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის ტერიტორიაზე, ტყეში ადგილობრივმა მცხოვრებმა შვლის ახალშობილი ნუკრი იპოვა.

როგორც ირკვევა, მოქალაქემ აღნიშნულის შესახებ სამართალდამცველებს შეატყობინა.

ადგილზე გავიდნენ ქედის პოლიციის თანამშრომლები და შველი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს აცნობეს და ცხოველი მათ წარმომადგენლებს გადასცეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები