ლალი ტურძელაძე: 81 წლის გარდაცვლილს კორონავირუსი აღარ ჰქონდა, მაგრამ ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის, ლალი ტურძელაძის განცხადებით, 81 წლის გარდაცვლილ პაციენტს კორონავირუსი აღარ ჰქონდა, მაგრამ ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

როგორც “კვირასთან” საუბარში ტურძელაძემ განაცხადა, პაციენტი გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა.

“81 წლის ქალბატონი ჩვენთან შემოვიდა 12 აპრილს ქართულ-გერმანული კლინიკიდან, უკვე აპარატულ სუნთქვაზე, კორონადადასტურებული. ჩვენთან მკურნალობდა რეანიმაციულ განყოფილებაში, უმძიმესი პაციენტი გახლდათ, ცოტა უკეთ გახდა და გვეგონა, რომ მისი აპარატიდან მოხსნა შესაძლებელი იყო, მაგრამ შემდეგ ისევ დამძიმდა. 29 აპრილს, ორჯერადი ტესტირებით, კორონა უკვე აღარ ჰქონდა, მაგრამ პაციენტი იყო ძალიან მძიმე თავისი ქრონიკული დაავადებებით, ესენია: არტერიული ჰიპერტენზია, მიოკარდიუმის გადატანილი ინფარქტი, გულის ყველა სარქველის უკმარისობა, გულის უკმარისობა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ფილტვების ორმხრივი დაზიანებით, სეფსისი, სეპტიცემია, პოლიორგანული უკმარისობა და გარდაიცვალა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, გულის გაჩერებით, იყო უმძიმესი ქალბატონი, ვეღარ შევძელით მისი განკურნება”, – განაცხადა ტურძელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები