TikTok-ში საქართველოს ოკუპირებული რეგიონები ცალკე ქვეყნებად არის მოხსენიებული – საქართველოს საგარეო უწყების გამოხმაურება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, სოციალურ ქსელ TikTok-ში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ცალკე ქვეყნებად მოხსენიების საკითხთან დაკავშირებით, ჩინურ მხარესთან კომუნიკაცია შედგა და გამოიკვეთა, რომ აღნიშნული უზუსტობა მხოლოდ ინგლისურენოვან ვერსიაში ფიქსირდება.

ამის შესახებ “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ განუმარტეს.

“ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა არის საგარეო უწყების უმთავრესი პრიორიტეტი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც, საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა. ჩვენ ვმუშაობთ სოციალური ქსელის, TikTok-ის საკითხზე, როგორც სხვა წინა შემთხვევებში, აღნიშნულ საიტზე არსებული ხარვეზის გასწორების მიზნით. ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, შედგა კომუნიკაცია ჩინეთის მხარესთან, საქართველოს ელჩმა გამართა ჩინეთში შეხვედრები და  გამოიკვეთა, რომ ეს უზუსტობა ფიქსირდება მხოლოდ ინგლისურენოვან ვერსიაში”, – აღნიშნეს უწყებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები