სომხეთში კორონავირუსის 180 ახალი შემთხვევა დადასტურდა – ფაშინიანი ვითარების შესაძლო გაუარესებას არ გამორიცხავს

სომხეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 180 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, რესპუბლიკაში უკვე 3 718 ინფიცირებულია.

როგორც ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს, გუშინ  გარდაცვალების ერთი ფაქტი გამოვლინდა და სულ ვირუსს უკვე 48 ადამიანი ემსხვერპლა.

ახალი მონაცემის მიხედვით, განკურნებულთა რიცხვი 1500 პაციენტს შეადგენს.

ქვეყანაში შექმნილ ვითარებას პრემიერ-მინისტრი ნიკოლ, ფაშინიანი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებული ვითარება შესაძლოა, მკვეთრად გაუარესდეს, თუ მოქალაქეები უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფას გააგრძელებენ.

ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა.

“როგორც დაინახეთ, ჩვენ ეკონომიკური შეზღუდვების ეტაპობრივი შესუსტების გზა ავირჩიეთ. თუმცა, ბოლო დღეებში ვხედავ ერევანში მოსეირნე ადამიანებს, რომლებიც დისტანციას არ იცავენ. ყოველდღიურად ასზე მეტი ახალი ინფიცირებული გვყავს. თუ ასე გაგრძელდა, ვითარება მკვეთრად გაუარესდება და იძულებული გავხდებით, კვლავ შეზღუდვების გზას დავუბრუნდეთ. არ მინდა, აქამდე მივიდეთ, მაგრამ სხვა გზა აღარ დაგვრჩება”, – თქვა ფაშინიანმა.

სომხეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 14 მაისს იწურება, თუმცა გუშინ ფაშინიანის პრესმდივანმ, მანე გევორკიანმა განაცხადა, რომ მთავრობა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გახანგრძლივების შესაძლებლობას განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები