სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება
NCDC სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების მიერ რეგიონის მასშტაბით ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში 52 ბიოლოგიური მასალა გამოიკვლიეს, ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინე სივრცეში, ამ დროითვის, 15 პირია მოთავსებული.
რეგიონში, ამ დროის მონაცემებით, 176 პირი რჩება თვითიზოლაციაში, ხოლო ვადის გასვლის გამო მეთვალყურეობა 913 პირს მოეხსნა.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, 12 მაისის მონაცემებით, გასული 24 საათის განმავლობაში გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმით დადგენილი მოთხოვნების, ე.წ. საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის ერთი პირი დაჯარიმდა.