ბაღდათში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

ბაღდათში შანიძისა და ენდელაძის ქუჩების სრული რეაბილიტაცია ხორციელდება.  ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანია – შპს “გი-ან 2011” ასრულებს. პროექტის ღირებულება 500 000  ლარს შეადგენს.

“ენდელაძისა და შანიძის ქუჩებზე რკინა-ბეტონის საფარი იგება, ეწყობა სანიაღვრეები და ცხაურები. რკინა-ბეტონის საფარი მოეწყობა, ასევე, წმინდა მარიამის ქუჩაზეც, რომლის რეაბილიტაციას სამშენებლო კომპანია – შპს “ლომი“ ასრულებს.

ქალაქ ბაღდათში აღნიშნული გზების კეთილმოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

მიმდინარე სამუშოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი – არჩილ გოგსაძე მერის პირველ მოადგილე კახა ენუქიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ კახა მსხვილიძესთან ერთად გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები