შალვა კერესელიძე მცხეთაში მოქმედ “ცხელების ცენტრში” არსებულ ვითარებას გაეცნო

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, შალვა კერესელიძემ, მოადგილე გოჩა ქავთარაძესთან ერთად, წმინდა მეფე მირიანისა და დედოფალი ნანას სახელობის მცხეთის სამედიცინო ცენტრი მოინახულა, სადაც, ამ ეტაპზე, ცხელებისა და კოვიდინფიცირებულთა სამკურნალო დაწესებულებები ფუნქციონირებს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს. 

მათი ინფორმაციით, შალვა კერესელიძე ადგილზე არსებულ ვითარებას დეტალურად გაეცნო და სამედიცინო პერსონალს გაესაუბრა.

სპეციალური სამედიცინო დაწესებულება მცხეთაში უკვე რამდენიმე კვირაა, ფუნქციონირებს და კოვიდინფექციისგან გამოჯანმრთელებული პაციენტებიც ჰყავს. დაწესებულება შესაბამისი აპარატურითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. სამუშაო პროცესი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების სრული დაცვით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები