ბათუმში კორონავირუსისგან კიდევ 7 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ბათუმის კლინიკა ,,მედალფა“ დღეს კიდევ შვიდმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. მედიკოსების თქმით, კორონავირუსზე  განმეორებით ჩატარებულმა ტესტმა აჩვენა, რომ ისინი ვირუსისგან სრულად განიკურნენ. სამედიცინო დაწესებულებას უახლოეს დღეებში კიდევ რამდენიმე გამოჯანმრთელებული დატოვებს,
დღეის მონაცემებით, კლინიკაში კორონავირუსზე 4 პირი მკურნალობს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. 24 საათის განმავლობაში Covid-19-ზე აღებული 36 პასუხიდან ყველა უარყოფითია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები