სამტრედიაში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

მიმდინარე წელს სამტრედიის მუნიციპალიტეტში სპორტული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდება.

აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” სამტრედიის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ, ქალაქ სამტრედიაში მერის წარმომადგენელმა – თენგო ცაგურიამ და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა – ზურა გოგიამ თამარ მეფისა და კაკაბაძის ქუჩებზე სპორტული მოედნების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.

“აღნიშნული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტის ფარგლებში ფინანსდება და მას ტენდერში გამარჯვებული კომპანიები – ,,კა” და ,,ჯორჯიან-კომპანი” ასრულებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები