მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში ახალგაზრდა მამაკაცი კლდიდან გადავარდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკრაში ახალგაზრდა მამაკაცი კლდიდან გადავარდა და დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტებთან მესტიის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ტყეში მთის მცენარის საკრეფად მარტო იყო წასული, რა დროსაც ის, სავარაუდოდ, კლიდიდან გადაიჩეხა.
შემთხვევა, დაახლოებით, დღის 3 საათზე მოხდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 116 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები