ზუგდიდის შესასვლელში ბლოკ საგუშაგოს დემონტაჟი მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, შესასვლელთან განთავსებული ბლოკ საგუშაგო გაუქმდა. ამ წუთებში, სამხედრო მოსამსახურეები საველე კარვების დემონტაჟს ახორციელებენ.
შეგახსენებთ, ბლოკ საგუშაგოზე პოლიცია, სამხედრო ექიმების მონაწილეობით, მოქალაქეების თერმოსკრინინგს ახორციელებდა.
31 მარტიდან საქართველოში საყოველთაო კარანტინი და ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდა, ხოლო საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს გამოცხადდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, იგი 22 მაისამდე გახანგრძლივდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები