გორში სპეციალური გამშვები პუნქტების დემონტაჟი დაიწყო
დღეიდან, გორის შესასვლელ-გასასვლელში მოწყობილი სპეციალური გამშვები პუნქტების დემონტაჟი დაიწყო, – ამის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა განაცხადა.
“საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გორის ყველა შემოსასვლელში მოწყობილი გამშვები პუნქტების დემონტაჟი მოხდება. ამ დროის განმავლობაში, დაახლოებით, 200 000 ჩვენი მოქალაქე იქნა გადამოწმებული, 180 000 ავტოსატრანსპორტო საშუალებას ჩაუტარადა დეზინფექცია და გამოვლენილი იქნა 42 ცხელების შემთხვევა. ეტაპობრივად მოხდება როგორც შინაგან საქმეთა, ასევე, თავდაცვის ძალების საგუშაგოდან გაყვანა“, – განაცხადა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ცნობისთვის, ქალაქის მასშტაბით 5 სპეციალური გამშვები პუნტი 30 მარტს მოეწყო, სადაც 200 000-მდე მოქალაქემ გაიარა თერმოსკრინინგი, 180 000-მდე მანქანა შემოწმდა და ცხელების 42 შემთხვევა დაფიქსირდა.