ანაკლიაში ბოკუჩავების ოთხსულიან ოჯახს ახალი სახლი გადაეცა

ანაკლიაში ბოკუჩავების ოთხსულიან ოჯახს ზუგდიდის მერიამ ახალი სახლი გადასცა.

როგორც “რეგიონულ კვირას”  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს,  სახლის მიღებამდე, მინდია ბოკუჩავა რთულ საცხოვრებელ პირობებში, ანაკლიის ყოფილი საბავშვო ბაღის ამორტიზებულ შენობაში სამ შვილს ზრდიდა.

“ზუგდიდის მერიამ 2015 წლიდან დღემდე, სოციალური სახლის პროგრამის ფარგლებში, ახალი სახლი 117 ოჯახს გადასცა. პროექტი წელსაც მიმდინარეობს. ბოკუჩავების ახალაშენებული სახლი დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ – ნინო ვიბლიანმა, მუნიციპალიტეტის მერმა – გიორგი შენგელიამ  და საკრებულოს თავმჯდომარემ – მამუკა წოწერიამ დაათვალიერეს. დღესვე მერიამ ბოკუჩავების ოჯახს პირველადი მოხმარების სასურსათო პროდუქტიც გადასცა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები