მარინა ეზუგბაია: მოსახლეობამ აუცილებლად უნდა გააგრძელოს მაქსიმალური თვითშეზღუდვა

“თუ ჩვენ, ყველა, შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად თვითშეზღუდვებს არ მოვიხსნით, მაშინ ეს დაბრკოლება, რომელიც გადალახულია, შენარჩუნდება და გამოსავალი კარგი იქნება”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

ეზუგბაია მოსახლეობას თვითშეზღუდვების მაქსიმალურად დაცვისკენ მოუწოდებს.

“რეგულაციების შესუსტება-შენელება, შემცირება, შეზღუდვების თანდათანობით მოხსნა არ ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების თავისუფალ ქცევას. ანუ, მე სულ ვამბობ ხოლმე, რომ, მეტნაკლებად, ქართველებმა თავიანთი განსხვავებული ხასიათის მიუხედავად, მაინც ძალიან კარგად გადალახეს ეს პერიოდი და შეზღუდვებს დაემორჩილნენ როგორც მოქალაქეები, ისე  – დანარჩენებიც. აქედან გამომდინარე, ვნახეთ, რომ შედეგებიც ძალიან კარგი გვაქვს. აქედან გამომდინარე მივმართავ მოსახლეობას, ყველას, რომ ამ ღონისძიებების მოხსნასთან ერთად, თვითონ უნდა გადაწყვიტოს, რომ აუცილებლად გააგრძელოს მაქსიმალური თვითშეზღუდვა. არ არის აუცილებელი, ვიღაცამ შეგზღუდოს.

არ არის აუცილებელი, ვიღაცამ შეგზღუდოს, როცა შენ იცი, რომ ქვეყანას სჭირდება, როცა შენ გვერდზე მყოფს სჭირდება და ყველას სჭირდება, შენს თავს უნდა უთხრა, რომ მართალია, შეზღუდვები შემცირდა, მაგრამ დავიტოვებ ამ შეზღუდვებს მაქსიმალურად და ვეცდები, რომ არაფერი  გავაფუჭო სამომავლოდ.

თუ ჩვენ, ყველა, თქვენ, მე და ყველა ასე მოვიქცევით და შეზღუდვების მოხსნის მიუხედავად თვითშეზღუდვებს არ მოვიხსნით, მაშინ ეს დაბრკოლება, რომელიც გადალახულია, შენარჩუნდება და გამოსავალი იქნება კარგი”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები