პეტერბურგში საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულები არიან მოთავსებულნი, ხანძარი გაჩნდა – არიან დაღუპულები
სანკტ პეტერბურგში, ვიბორგის რაიონის საავადმყოფოში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულია მოთავსებული, ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.
როგორც მედიას ექსტრემალური სამსახურის წარმომადგენლებმა განუცხადეს, საავადმყოფოდან 150 ადამიანის ევაკუაცია მოხდა, რომელთა შორის იყვნენ პაციენტები და პერსონალიც.
წინასწარი ვერსიით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა, ელექტროგაყვანილობის გაუმართაობა მომხდარიყო.
გამოძიება დაწყებულია.
9 მაისს ხანძარი მოსკოვის #50-ე საავადმყოფოში გაჩნდა, აქაც კოვიდ ინფიცირებულებს მკურნალობდნენ. ინციდენტის შედეგად ერთი პაციენტი დაიღუპა.