მარიამ ჯაში: საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი უნდა დავუჭიროთ, რადგან არ მივცეთ უფლება არც „ქართულ ოცნებას“ და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმება ჩავარდეს

“საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი უნდა დავუჭიროთ, რადგან არ მივცეთ უფლება არც „ქართულ ოცნებას“ და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმება ჩავარდეს”, – ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა საქართველოს “პირველ არხს “განუცხადა.

მისი თქმით, იქნება დამატებითი განხილვა, თუმცა არ ფიქრობს, რომ ფრაქციის პოზიცია შეიცვლება.

„დღემდე ჩვენი ფრაქციის პოზიცია იყო, რომ სავალდებულო არჩევნების განხილვის პირობით მხარს ვუჭერდით საკონსტიტუციო ცვლილებებს, ჩვენ გვექნება დამატებითი განხილვა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ფრაქციის პოზიცია შეიცვლება. პირველ ყოვლისა, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან არ მივცეთ უფლება არც „ქართულ ოცნებას“ და არც რომელიმე ოპოზიციურ პარტიას, რომ ქვეყნისთვის ასეთი მნიშვნელოვანი შეთანხმება ჩავარდეს“, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები