მეათე დღეა, აჭარაში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა

აჭარაში 10 დღეზე მეტია, რაც კორონავირუსის შემთხვევები არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება გამოჯანმთელებულთა რაოდენობას – მათ კიდევ ერთი პირი შეემატა.

ჯამურადზ კლინიკა ,,მედალფადან” 43 პაციენტი გაეწერა.

როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ,,რეგიონულ კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, სამედიცინო დაწესებულებიდან უახლოეს დღეებში კიდევ 5 პაციენტი გაეწერება.
,,იცით, რომ ტესტირების არეალი გაფართოვდა. გასულ კვირას სხვადასხვა დაწესებულებაში ჩავატარეთ შესაბამისი კვლევა და ყველა პასუხი იყო უარყოფითი. ვგეგმავთ მოხუცთა თავშესაფარში ტესტირების ჩატარებას, იქ მყოფი მოხუცებისა და სამედიცინო პერსონალის შემოწმებას. მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სირთულე გადალახულია. ეს პროგნოზი რომ შენარჩუნდეს, აუცილებელია სოციალური დისტანცირება“, – განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.
დღეის მდგომარეობით, აჭარაში კორონავირუსზე 7 200-ზე მეტი ტესტირება ჩატარდა. დაინფიცირებული პირების რაოდენობა, ჯამურად, 70 შეადგენს. მათგან გამოჯანმრთელდა 43 პირი. “ცხელების ცენტრებში” ამ ეტაპზე 11 პაციენტი მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები