თეთრიწყაროში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
“თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განცხადა
მისი თქმით, სამივე მათგანი საკარანტინე სივრციდან არის გადაყვანილი.
„სამივე ახალი დადასტურებული არის თეთრიწყარო და არის საკარანტინე სივრციდან. ჩვენთან მოთავსდა გუშინ დილას ორი პაციენტი. ესენი, ალბათ, არა ამ სამიდან, წინა ცხრიდან არიან. ორი პაციენტი დაგვემატა. ორივე თეთრიწყაროდან არის, ორივე საკარანტინე სივრციდან“, – განაცხადა ეზუგბაიამ.