კახეთში უხვმა ნალექმა ყვარლის მუნიციპალიტეტიც დააზარალა

კახეთში უხვმა ნალექმა ყვარლის მუნიციპალიტეტის 2 სოფელი, გავაზი და შოროხი დააზიანა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, ძირითადად დატბორილია საცხოვრებელი სახლების ეზოები, პირველი სართულები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
მუნიციპალიტეტის მერის, როსტომ სესიაშვილის განცხადებით, ამოტუმბვითი სამუშაობი ძირითადად დასრულებულია და ზარალის შესწავლა მიმდინარეობს.
“ეზოებში ტექნიკა მუშაობს და ძირითადად ამოტუმბვითი სამუშაოები დასრულებულია. როგორც კი მოხდება ზარალის ლიკვიდაცია, ზარალიც გვეცოდინება”,- განაცხადა სესიაშვილმა.

წყალდიდობამ დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიც დააზარალა, სადაც მდინარეების ადიდების შედეგად ზარალი მუნიციპალიტეტის რვა სოფელს – გურგენიანს, ცოდნისკარს, ვარდისუბანს, კართუბანს, გიორგეთს, აფენს, ჭაბუკიანს და ლელიანს მიადგა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები