უხვი ნალექის შედეგად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დაიტბორა

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, უხვი ნალექის შედეგად დაიტბორა.
“რეგიონული კვირის” ინფორმაციით, უწყვეტი წვიმის შედეგად მთის მდინარეები ადიდდა და საკარმიდამო ნაკვეთები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები დატბორა.
როგორც მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, შემთხვევის ადგილებზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს სახლებიდან წყლის ამოტუმბვის სამუშაოები.

ამ ეტაპზე, უცნობია რა ზარალი მიადგა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტს. აღნიშნულზე სპეციალური კომისია მუშაობას ცოტა ხანში დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები