ადიგენში ბიზნესმენმა 120 ოჯახს რძის პროდუქტები უსასყიდლოდ გადასცა
ადიგენის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, შეჭირვებულ 120 ოჯახს მეწარმე ნოდარ გობაძე დაეხმარა, რომელმაც ოჯახებს რძის პროდუქტები (ყველი, კარაქი, არაჟანი, ხაჭო) გადასცა.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ადიგენის მუნიციპალიტეტში პრევენციული ღონისძიებები და მოსახლეობის დახმარება გრძელდება.