შიდა ქართლში 15 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შიდა ქართლის რეგიონიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 15 ანალიზიდან კოვიდ 19 არც ერთს დაუდასტურდა. ინფორმაცია ” რეგიონულ კვირას” შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შექმნილ საგანგებო შტაბიდან მიაწოდეს.
როგორც ცნობილია, ნიმუშები შიდა ქართლში არსებული “ცხელების ცენტრებიდან” ასევე, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე კორონავირუსით დაინფიცირებული უმცროსი მედდის კონტაქტებიდან გაიგზავნა. შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების 9 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 1 კასპის მუნიციპალიტეტში, 2 ხაშურის მუნიციპალიტეტში, 6 კი გორის მუნიციპალიტეტში . 1 პაციენტი გარდაიცვალა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რომელიც სამკურნალოდ თბილისიდან იქნა გადაყვანილი.