ცემში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ოჯახს მერია 21 000 ლარით დაეხმარება

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ცემში მცხოვრებ, ხანძრის შედეგად დაზარალებულ თვარავაძეების ოჯახს დამწვარი სახლის აღდგენაში დაეხმარება. სახლის გაკეთებისთვის მერიის სარეზერვო ფონდიდან 21 000 ლარი გამოიყოფა.
ამასთანავე, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ერთობლივი ჩართულობით, ოჯახს სამშენებლო მასალა და მძიმე ტექნიკა გადაეცემათ.

“ხანძრის გაჩენის დღიდანვე ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია მხარში უდგას ოჯახს. ასევე გამოიყოფა თანხა, რომელიც დაზარალებულ ოჯახს ჩაერიცხება”,-განაცხადა მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზაალიშვილმა.

ცნობისთვის, ოთხსულიანი ოჯახი სოციალურად დაუცველია და თავს სეზონის განმავლობაში სახლის ორი ოთახის გაქირავებით ირჩენდა თავს.

“ლაპარაკი იყო გარკვეულ თანხით დახმარებაზე. იქნებ მაგ თანხით შევძლო სახურავის გადახურვა და კარ-ფანჯრებიც ჩავსვა”,-ამბობს დაზარალებული ოჯახის ერთ-ერთი წევრი.

შეგახსენებთ, რომ სახლს ხანძარი 20 აპრილს გაუჩნდა და შედეგად საცხოვრებელი მთლიანად დაიწვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები