იმერეთში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 ახალი ადმინისტრაციული შენობა გაიხსნა
იმერეთის რეგიონში თერჯოლისა და წყალტუბოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მედპერსონალი მუშაობას ახალ სამუშაო გარემოში გააგრძელებს.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რაიონული შენობები პირადად დაათვალიერა.მისივე თქმით, სასრაფო სამედიცინო სამსახურს მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალი შენობები ეტაპობრივად ექნება.
“დღეს იმერეთის რეგიონში თერჯოლასა და წყალტუბოში გავხსენით ახალი სასწრაფო დახმარების შენობები,არასდროს ამ სამსახურს თავისი საკუთარი შენობა არ ჰქონია .ჩვენთვის მნიშვნელოვანია რომ ჩვენს პერსონალს ჰქონდეს ღირსეული პირობები.მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწრაფო დახმარების სამსახურს ექნება ახალი შენობები”,- აღნიშნა საგანგები სიტუაცების კოორდინაციისა და გადაუდებელი ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ.
“ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის ის რომ სამედიცინო მომსახურება გავხადოთ კიდევ უფრო ხელმისაწვდომი.შესაბამისად, ჩვენ ავაშენეთ სამი ახალი სასწრაფო დახმარების შენობა თერჯოლასა და წყალტუბოში .შარშან რანდენიმე ამბულატორიული შენობა გავარემონტეთ სოფლებში,მიმდინარეობს სოფლის ექიმების გადამზადება და ჩვენ ამ პროცესს გავაგრძელებთ მომავალში”,-განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
თერჯოლაში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, 233 ათასი ლარით დაფინანსდა.
რაც შეეხება წყალტუბოს, პროექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ურთიერთთანამშრომლობის შედეგად განხორციელდა და რეგიონული განვითარების ფონდიდან 262 452 ლარით დაფინანსდა.