პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, მათ კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 59 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის “ფეისბუქგვერდზე” გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კლინიკაში მყოფი ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„10 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 71 პაციენტი, აქედან კოვიდ ინფიცირებულია 59 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში სამი პაციენტი მკურნალობს. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 62 პაციენტი. გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი“,- აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის “ფეისბუქგვერდზე”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები