თეთრიწყაროში კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დღეს კორონავირუსის 4 ახალი ფაქტი დაფიქსირდა – ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თეთრიწყაროს მერიაში განუცხადეს.
“დღეს დილით მივუღეთ ლუგარის ლაბორატორიიდან პასუხები. 4პირს დაუდასტურდა კორონავირუსი. ოთხივე მათგანი მედიცინის მუშაკების კლასტერიდანაა”,- განაცხადეს თეთრიწყაროს მერიაში.
ბოლო მონაცემებით, ქვემო ქართლში კორონავირუსის 202 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.