ზესტაფონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

სოფელ ალავერდის საავტომობილო გზის მონაკვეთი, 2020 წლის პროექტთა შორის ერთ – ერთია, რომლის რეაბილიტაციაც, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ განახლდა მუნიციპალიტეტში.

ალავერდში საავტომობილო გზის მოწყობის პროცესი ბეტონის საფარით პირველად ხორციელდება. სასოფლო გზით ყოველდღიურ რეჟიმში 200 – მდე ადამიანი სარგებლობს. ალავერდის სასოფლო გზა ასევე ერთ – ერთი დამაკავშირებელი მონაკვეთია ხარაგაულის მუნიციპალიტეტთან.

გზის რეაბილიტაციაზე 268879 ლარი იხარჯება. პროექტს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს.
ალავერდის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, ვახტანგ ღამბაშიძემ და მაჟორიტარმა დეპუტატმა, შალვა კიკნაველიძემ დაათვალიერეს.

“მაშინ როდესაც ქვეყანა პანდემიას ებრძვის და რთული გამოწვევის დასაძლევად ყველაფერს აკეთებს, მნიშვნელოვანია არ შეფერხდეს აღმშენებლობის პროცესი და ინფრასტრუქტურული პროექტები მოქმედი რეგულაციების სრული დაცვით განხორციელდეს. მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით პროცესები განახლდა და ალავერდის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დავიწყეთ. უახლოეს პერიოდში 7 ახალი სასოფლო და საქალაქო გზის რეაბილიტაცია დაიწყება”, – განაცხადა ზესტაფონის მერმა, გიორგი გოგლიჩიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები