ჩოხატაურის აგრარული ბაზარი გაიხსნა
ჩოხატაურის აგრარული ბაზარი გაიხსნის გადაწყვეტილება სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციის საფუძველზე იქნა მიღებული.
ბაზრის შესასვლელში დილიდანვე მიმდინარეობს მოქალაქეთა თერმოსკრინინგი. ბაზრის ადმინისტრაცია, პოლიციასთან და ზედამხედველობის სამსახურთან ერთად, მომხმარებლებს სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.
აგრარულ ბაზარში არსებული ვითარების გაცნობის მიზნით, , სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლები იმყოფებიან.