სამეგრელო-ზემო სვანეთიდან ლუგარში გაგზავნილი 29 ანალიზის პასუხი უარყოფითია
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ანაკლია-განმუხურის საკარანტინო სივრცეში ამ დროითვის 73 პირია განთავსებული.
რაც შეეხება თვითიზოლაციას, რეგიონში ამ დროის მონაცემებით, 167 პირია თვითიზოლაციაში. თვითიზოლაციიის ვადის გასვლის გამო, ზედამხედველობა 899 მოქალაქეს მოეხსნა.
ncdc სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილების მიერ რეგიონის მასშტაბით, კვლევაზე გაგზავნილი 29 ბიოლოგიური მასალიდან ყველა ანალიზის პასუხი უარყოფითია (28 ურაყოფითი არის ზუგდიდის ანალიზები, 1 უარყოფითი ფოთიდან გაგზავნილია)
10 მაისის დილის მონაცემებით, ფოთიდან გამოსაკვლევად 3 პირის ბილოგიური მასალა გაიგზავნა, პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
რაც შეეხება ჯარიმებს, საკომენდანტო საათის დროს გადაადგილების წესების დარღვევისათვის ოთხი პირი დაჯარიმდა.