რუსთავში 5 სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
რუსთავის ცხელების ცენტრში გუშინ შეყვანილ 13 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. ამის შესახებ ცხელების ცენტრში განაცხადეს.
“გუშინ გაიგზავნა 13 ადამიანის საკვლევი მასალა ლუგარის ლაბორატორიაში.მათ შორის არიან გარდაბნიდან შემოყვანილი 5 ჯარისკაცი. საბედნიეროდ არც ერთ მათგანთან დადასტურდა კორონავირუსი. ისინი დღის განმავლობაში დატოვებენ კლინიკას “,- განაცხადეს ცხელების ცენტრში.
ცნობისთვის, ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 9 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 8 მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა.