„გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია აქციას შეუერთდა (ვიდეო)

აქციას “გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე” დღეს გურჯაანის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. სისხლის უანგარო დონაცია პარტია “ქართული ოცნების” რაიონულ ორგანიზაციაში გაიმართა.
აქციაში მონაწილეობა მმართველი გუნდის 25-მდე წარმომადგენლებმა და მოხალისემ მიიღო.

” ქართული ოცნების გუნდი ვუერთდებით ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებას და უანაგაროდ გავცემთ სისხლს იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად  ჭირდება”, – განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა.

სისხლის უანგარო დონაციას დღეს კახეთის რეგიონიდან ახმეტის და გურჯაანის მუნიციპალიტეტები შეუერთდა.

აქცია “გაიღე სისხლი – გადაარჩინე სიცოცხლე” საქართველოს მასშტაბით , ჯანდაცვის სამინისტროს მოწოდებით ტარდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები