სამეგრელოში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულებს ფულადი დახმარება და საჩუქრები გადასცეს

მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 75 წლისთავი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – მალხაზ თორიამ და ზუგდიდის მერმა – გიორგი შენგელიამ მიულოცეს.

როგორც “რეგიონულ კვირას”  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესამსახურიდან აცნობეს, ხელისუფლების წარმომადგენლები 97 წლის კარლო ლაგვილავას ანაკლიაში ესტუმრნენ და სახელმწიფო რწმუნებულის საჩუქარი გადასცეს.

“სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 18 მეორე მსოფლიო ომის მონაწილეა. თითოეულ მათგანს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისგან,  ფულადი დახმარებები და  სახელმწიფო რწმუნებულის საჩუქრები გადაეცემა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები