ზურაბ პოლოლიკაშვილი: გიორგი გახარიას სრული მხარდაჭერა აღვუთქვი ტურიზმის ინდუსტრიაში კორონავირუსის გავლენის განეიტრალებისკენ მიმართული ეფექტური რეაგირების კოორდინაციაში
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) გენერალური მდივანი, ზურაბ პოლოლიკაშვილი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან გამართლ ვიდეოკონფერენციას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
„საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ჩვენი მხრიდან სრული მხარდაჭერა აღვუთქვი რეგიონის ტურიზმის ინდუსტრიაში ახალი კორონავირუსის გავლენის განეიტრალებისკენ მიმართული ძლიერი და ეფექტური რეაგირების შემდგომ კოორდინაციაში”, – წერს ზურაბ პოლოლიკაშვილი „ტვიტერში”.
საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივან ზურაბ პოლოლიკაშვილს შორის დღეს გაიმართა ვიდეოკონფერენცია, რომლის დროსაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო სექტემბერში ტურიზმის ინდუსტრიის მომავალთან დაკავშირებით, გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის (UNWTO) ეგიდით, მინისტერიალს უმასპინძლებს, რომელზეც რამდენიმე ათეული ქვეყნის ტურიზმის მინისტრები შეიკრიბებიან.
ვიდეოკონფერენციაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – მარიამ ქვრივიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ესპანეთის სამეფოში – ილია გიორგაძე და პრემიერმინისტრის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში – ბექა ლილუაშვილი მონაწილეობდნენ.