არჩილ თალაკვაძე იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს ესაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ საერთო ძალისხმევით პანდემია მალე დასრულდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე იტალიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარეს, რობერტო ფიკოს ესაუბრა.

როგორც “კვირას” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კოლეგებმა COVID19-ის პანდემიასთან ბრძოლის შედეგები და პოსტკრიზისულ პერიოდში სოციალური და ეკონომიკური პროგრამების ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

არჩილ თალაკვაძემ იტალიელ კოლეგასთან საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ საერთო ძალისხმევით პანდემია მალე დასრულდება.

“შთამბეჭდავი იყო იტალიელი ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის თავდადება ადამიანების მიმართ, ასევე, საზოგადოებისა და ხელისუფლების ერთიანობა, რაც იმ რთულ დღეებში მთელმა მსოფლიომ დაინახა. ბევრი ძვირფასი ადამიანი დაკარგეთ, რის გამოც მწუხარებას გამოვხატავთ. გვჯერა, იტალია აღიდგენს ძალებს და კარგი დღეები დაბრუნდება”, – ამ სიტყვებით მიმართა არჩილ თალაკვაძემ რობერტო ფიკოს.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები