კახა კუჭავა: კუბილიუსის წერილი არ მიკვირს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ცდილობს, დაიცვას თავისი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში

“კუბილიუსის წერილი არ მიკვირს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის ცდილობს, დაიცვას თავისი პოლიტიკური პარტნიორი საქართველოში”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცესპიკერი, კახა კუჭავა ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის წერილს.

მისი თქმით, წერილში სწორედ იმ საკითხზეა მითითება გაკეთებული, რაზეც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეულია შეთანხმება, ესაა ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიტიკოსები არ უნდა ერეოდნენ მართლმსაჯულებაში.

„მიუხედავად ამისა, ეს წერილი პირდაპირ მიუთითებს და მოგვიწოდებს, რომ ჩვენ ჩავერიოთ სასამართლოს საქმიანობაში და გავათავისუფლოთ. ეს არც ჩვენი უფლებაა და არც მოვალეობა და, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ რეალურად ვერ მივცემთ მსვლელობას. თუმცა, აქვე გავახსენებდი ბატონ კუბილიუსს, ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში, როდესაც ჩვენ გვქონდა შეხვედრები ბრიუსელსა და სტრასბურგში, ჩვენ მათ პირდაპირ ვთხოვეთ, თვითონ ჩამოსულიყვნენ, შეექმნათ ჯგუფი და შეესწავლათ კონკრეტული საქმეები, რომელიც მათ ადარდებდათ, სწორედ ამის შემდეგ მიგვეღო გადაწყვეტილებები. ეს შეთავაზება ძალიან მოწონებული იქნა მაშინ.

მიუხედავად იმისა, რომ მათ მიიღეს და მიესალმნენ ამ გადაწყვეტილებას, ასეთი ვიზიტი არ განხორციელებულა, ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვურჩევდი მათ, თუ დამატებით კითხვა უჩნდებათ ამასთან დაკავშირებით, თვითონ ჩამოვიდნენ, გაეცნონ, თვითონ გააკეთონ კონკრეტული დასკვნები და ამის შემდეგ ვისაუბროთ ამა თუ იმ კონრეტულ სასამართლო საქმეზე”, – განაცხადა კახა კუჭავამ.​

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები